აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პარკ ჯინი იზიარებენ “ღრმა” შეშფოთებას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
ბლინკენმა და პარკმა ასევე განაცხადეს, რომ მათ განიხილეს ერთობლივი მუშაობა ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ ე.წ. გაფართოებული შეკავების სტრატეგიის განსახორციელებლად და იაპონიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
„ჩვენი სამი ქვეყანა უკვე დგამს ნაბიჯებს ჩვენი ერთობლივი პასუხის გასაუმჯობესებლად DPRK-ის სარაკეტო გამაფრთხილებელი მონაცემების რეალურ დროში გაზიარების, სამმხრივი თავდაცვის წვრთნებისა და DPRK-ის მავნე კიბერ აქტივობების წინააღმდეგ საბრძოლველად”,_ განაცხადა ბლინკენმა.