ნავთობის ბაზრებს აპოკალიფსი ემუქრება. ამის მიზეზი ოპეკის გადაწყვეტილებაა და ასევე ნედლეულზე მოთხოვნის შემცირება. ამ შესახებ bloomberg ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, ექსპერტებს აზრით, ნავთობზე ფასის შემცირების ფონზე, მენავთობეებს უკვე გაუჩნდათ ნედლეულის შენახვის პრობლემა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2020 წლის აპრილში ნავთობზე მოთხოვნა დღე-ღამეში15-20 მილიონ ბარელამდე დაეცემა.
Energy Aspect Ltd-ს პროგნოზით, Brent-ის ტიპის ნავთობზე, ბარელზე ფასი შესაძლოა $10 დაეცეს.რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა.