TV25-ის ინფორმაციით, ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე, პრეზენტაციის დროს რუსეთის რუკის გამოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ფაქტზე მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ.
როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ.
არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”,- თქვა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, ბათუმის მერის საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩნდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.