ნიგერიის ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების, „ბოკო ჰარამის“ დამფუძნებლის, მოჰამედ იუსუფის სახლი მუზეუმად გადაკეთდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე დაჯგუფების ბაზის ტურისტულ ცენტრად გადაკეთება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის ზრდას.
როგორც ცნობილია, დაჯგუფება 2002 წელს შეიქმნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მათ 200 000 ადამიანი იმსხვერპლეს.