“ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის არც მიუნხენის, დავოსის ფორუმზე და არც ვაშინგტონში მეტყველებს სწორედ იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით, იზოლაციაზე- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
“დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან, კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები იკრიბებიან მსოფლიო ეკონომიკური სავაჭრო მიზნით, ისევე როგორც მიუნხენში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია და განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას და ის, რომ რუსული ოცნების არალეგიტიმური, არაღიარებული ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი არც დავოსში, არც მიუნხენში, არც ვაშინგტონში მეტყველებს სწორედ იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით, რაც ასევე გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზის საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას განცხადების ტექსტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.