„ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება,“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადებაზე.
„ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა წინასაარჩევნო ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ -„ტრიუკით“, ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი. შესაბამისად, ნებისმიერი ყველა სხვა ხრიკი, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ ფაბრიკაციით შექმნილი ჩანაწერები, პირადობების კონფისკაცია თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.