ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში სულ ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 73154, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 55511, გარდაცვლილი – 636 ადამიანია.