ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ეს რიცხვი 2 603-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.