საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის”(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა.
GCCA-ის შეფასებით, Bolt Taxi არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი პლატფორმა, ხოლო შპს „სმარტლი” არის მოვაჭრე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე Bolt Operations OU-ს (ქ. ტალინი, ვანა ლოუნას 15, სარეეგისტრაციო ნომერი 14532901) დავალებით მოქმედებს. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებელია შპს „სმარტლი”, რომელსაც, 1 თვის ვადაში, დაევალა თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.