ბომარშე, რომელიც საუცხოოდ უკრავდა არფაზე, მიწვეული იყო საფრანგეთის დედოფლის კარზე. ბუნებრივია, ბომარშე იჯდა და ისე უკრავდა არფაზე. ამის შემყურე დიდებულები შურით ივსებოდნენ, რადგან არც ერთ მათგანს არასოდეს ღირსებიათ დედოფლის თანდასწრებით ჯდომა.
ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც იცოდა, რომ ბომარშეს მამა მესაათე იყო, გამომწვევად ჰკითხა მას:
– მითხარით, ბატონო ბომარშე, რა ეღირება ეს საათი?
ბომარშემ აიღო გამოწვდილი საათი, თვალებთან მიიტანა და უცაბედად ხელიდან გაუვარდა. საათი ნამსხვრევებად იქცა.
– თქვენ ცუდად აღზრდილი ბრძანდებით, ძვირფასო, – დაუფარავი წყენით წარმოთქვა დიდებულმა.
– ვფიქრობ, რომ ამ წუთში ჩვენ ორივე ერთნაირად განვიცდით და ვწუხვართ, რომ ჩემმა მშობელმა არ გადმომცა თავისი გამოცდილება, – წყნარად უპასუხა ბომარშემ.