დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დაკარგოს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ გამოცემა Huffington Post-ი წერს.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ არსებობს საფეხბურთო ტურნირების ჩატარების „შანსი“ იმ ქვეყანაში, რომელიც „სუვერენულ ქვეყნებში შეიჭრება“.
მანამდე ამ საკითხს დიდი ბრიტანეთის კულტურის მინსიტრი, ნადინ დორისიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს მსგავსი ღონისძიებები საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. დორისმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შესაბამის საფეხბურთო ორგანიზაციებს მიმართავს.რომ რუსეთმა უნდა დაკარგოს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
,,ამ კრიტიკულ მომენტში აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, რომ რასაც აკეთებს, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის.
რუსეთი, რომელიც უფრო იზოლირებულია, რუსეთი, რომელსაც აქვს პარიის სტატუსი – არ აქვს შანსი ჩაატაროს საფეხბურთო ტურნირები რუსეთში, რომელიც შემიჭრება სუვერენულ ქვეყნებში.
რუსეთი, ჩართულია სისხლიან და დამღუპველ კონფლიქტში თანამემამულე სლავურ ქვეყანასთან. ეს საშინელი შედეგია პრეზიდენტ პუტინისთვის.
იმედი მაქვს, რომ ის უკან დაიხევს და არ განახორციელებს სრულ შემოჭრას“, – თქვა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მანამდე განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს რუსულ ბანკებს და რუს ოლიგაქრებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შეჭრის შემდეგ.
ჯონსონმა თქვა, რომ სანქციები შეეხება Rossiya Bank, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
ცნობითვის, 2021-2022 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში 28 მაისს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
[sexy_author_bio]