ბორის ჯონსონი თემთა პალატის მანდატს ტოვებს. მიზეზი პრივილეგიების კომიტეტის მოხსენებაა, რომელიც ე.წ. Partygate-ის საქმე იძიებდა. საუბარია კოვიდპანდემიის დროს, ლოქდაუნისას, დაუნინგ სტრიტზე გამართულ წვეულებებზე.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა აღნიშნულ წვეულებებთან დაკავშირებით, თემთა პალატა განზრახ შეიყვანა შეცდომაში.
ჯონსონი ბრალდებას უარყოფს და კომიტეტის წევრებს მისი პარლამენტიდან განდევნის მცდელობაში ადანაშაულებს.
პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ჯონსონი თემთა პალატის წევრად რჩებოდა და ლონდონის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი იყო. ახლა იქ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
მარტში, პრივილეგიების კომიტეტის მტკიცებით, ჯონსონმა აღიარა, რომ შეცდომაში შეჰყავდა პარლამენტი, მაგრამ ჯონსონი უარყოფს, რომ ეს განზრახ გააკეთა.
”მათ ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მე შეგნებულად ან დაუფიქრებლად შევიყვანე შეცდომაში” – ამბობს ჯონსონი.
მისივე თქმით, დაუნინგ სტრიტზე გამართული შეკრებების დროს, სოციალური დისტანცია არ იყო “იდეალური” მაგრამ მისივე თქმით, ეს იყო “არსებითი” სამუშაო ღონისძიებები, რომლებიც დაშვებული იყო. ჯონსონი აცხადებს, რომ მითითებებს, როგორც ესმოდა, ყოველთვის იცავდა.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა. წასვლის შემდე კი თემთა პალატის წევრი და ლონდონის ერთ-ერთი ოლქის წარმომადგენელი იყო. ახლა იქ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.