სოფელ დაბასთან, ხანძრის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ჭირს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ვერტმფრენის გამოძახება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს.
მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივებიც ეხმარებიან. ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიებს ზემოთ არსებულ ფერდობზე დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.



























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)






