19 მომხრე 2 წინააღმდეგი – ბორჯომის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სხდომას არ დასწრებიან და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლეიბორისტული” პარტიის წევრებს.
სხდომაზე არ იმყოფებოდა არც საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე.
ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი “ქართული ოცნების” გარდა, მისივე პარტიის – “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმაც დაუჭირეს.