რევაზ ლაღიძის სიმფონიური სურათი „საჭიდაო” ნებისმიერ ქართველს მოუსმენია, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ამ მუსიკალურმა ნაწარმოებმა ცნობილი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩის აღფრთოვანება გამოიწვია.
კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე პირველად შესრულდა „საჭიდაო”. შემდეგ გაიმართა დებატები. მუსიკოსმცოდნე პავლე ხუჭუამ ბრძანა:
– რეზო ლაღიძე ბოროტმოქმედია, დიახ, ნამდვილი ბოროტმოქმედი. ის უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა. ნაცვლად ამისა, იგი დროს ნადირობასა და თევზაობაში ატარებს და არ უფრთხილდება საკუთარ ნიჭს.
პლენუმის სტუმართა შორის იყო მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი, – უაღრესად თავმდაბალი და მორიდებული პიროვნება. მივიდა ტრიბუნასთან და თქვა:
– с удовольствием стал-бы заядлым рыбаком, если в мою сеть попадеться такая „золотая рыбка” как „сачидао”.
მეორე დღეს კულუარებში ხუმრობდნენ, მონკავშირის მაღაზიაში კომპოზიტორთა გრძელი რიგი დადგაო.
ავტორი