ბოშათა ჯგუფი მეტეხის ხიდთან უცხოელ ტურისტებს თავს დაესხა და ჯიბიდან 100-ლარიანი კუპიურები ამოაცალა. თუმცა, მათ გაქცევა ვერ შეძლეს. გამვლელების დახმარებით ტურისტებმა თანხა დაიბრუნეს.
_ მოულოდნელად დაგვესხნენ თავს და ჩვენს მეგობარს ჯიბიდან თანხა ამოაცალეს. გაქცევისას, გამვლელების დახმარებით, დავიჭირეთ და უკან დავაბრუნებინეთ. რაც მოხდა საშინელებაა. უცხოელებს, საქართველოში ქუჩაში თავს ასე ესხმიან? ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება“, _ აღნიშნა ერთ-ერთმა ტურისტმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
შსს-ს თქმით, რადგან ბოშებს არ აქვთ მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, ენიჭებათ პირობითი სახელი და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.