ჩინეთში ხილ-ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შაბათს ჩრდილოეთ ჩინეთში ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
„დაშავებულები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და ამჟამად სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, _ ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება.
































































