საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა, დეპუტატ ანა წითლიძეს, რომ შეენახა ბოთლი, რომელიც ხელში ეჭირა.
„ქალბატონო ანა წითლიძე, თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი, ეჭვია, რომ რაღაცას აპირებთ. ძალიან გთხოვთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს, გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა. სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში და გთხოვთ, რომ ჩააბაროთ. ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, ნდობა იმის მიმართ, რომ რაღაც ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის და გადაჯექით მაშინ იქით მხარეს“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძეს.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა წითლიძეს მოსთხოვეს, ბოთლი შეენახა. წითლიძემ უარი თქვა და სხვა მხარეს გადავიდა.
„მანდ ბრძანდებოდეთ მაშინ. მადლობა, ქალბატონო ანა. მანდატურს ვთხოვ, გამოვიდეს და ანა წითლიძე მანდ ბრძანდებოდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.