გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას Facebook-ზე ეხმაურება ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე.
„ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შემდეგ, „დავგუგლე“ და, 18-19 თებერვალს გაქცეული სააკაშვილი მართლა ყოფილა თურქეთში, პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში მისი „შეთრევის” კადრები ყველას ნანახი გვაქვს და როგორც ჩანს, სარფიდანაც იგივეს აპირებდნენ. სავარაუდო გეგმის არსებობას არც „ნაცები“ უარყოფენ – სულ სააკაშვილის ჩამოსვლით „გვემუქრებიან” და ამას არც გახარიას გუნდის წევრები გამორიცხავენ. ამიტომ, იქნებ ვინმემ „იკადროს” პასუხის გაცემა და გაგვაგებინოს, რატომ გადადგა გიორგი გახარია 18 თებერვალს და რა იყო გადადგომის რეალური მიზეზი“, – წერს ბოჟაძე.