“გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ. გაერთიანდა სრულიად საქართველო ოპოზიციის სამარცხვინო ნაწილის გარდა, კვლავ გარდაცვლილი ადამიანებით პოლიტიკური ვაჭრობა, ხელისუფლების დადანაშაულება და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მცდელობა. რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, ფუფუნებისთვის შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება და ამაზე განმარტება არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციამ ხომ უნდა შეგვახსენოს როგორ უყვარდა მიშას სახელმწიფოს ხარჯზე სულთანივით ცხოვრება! ასეთი მძიმე ტრაგედიები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არსად ოპოზიცია ასე სამარცხვინოდ არ იქცევა, რას ვიზამთ ამათი პოლიტიკაში ყოფნაც ხომ ერთგვარი ტრაგედიაა”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აქვეყნებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved