კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შედეგად, რეგიონი ოკუპანტებისგან სრულად გაიწმინდა, – ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მტერი იძულებული გახდა, კუნძული დაეტოვებინა, რეგიონში რუსები აღარ დარჩნენ.
სერგეი ბრაჩუკმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორების გაძევებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს.