მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მ.ი-ს ადვოკატი ამ წუთებში დიღმის სამმართველოში მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება.
დავით ცინცქილაძის განმარტებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს.
“ჯერჯერობით, ბრალი არ წაუყენებიათ, მისი დაკავება მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს, პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას იწყებს და ამასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს”, _ აცხადებს ადვოკატი.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ, როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცახდეს, რომ გუშინ მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობა გახსნეს.