ჩინელი ექიმების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ბრაზი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებაზე
გაბრაზება დაკავშირებულია ისეთ შეგრძნებებთან, როგორებიცაა იმედგაცრუება, წყენა და გაღიზიანება. ისინი კი, თავის მხრივ, მოქმედებენ თქვენს ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლზე. თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქავილი, ენერგიის ნაკლებობა, კანის პრობლემები და არტერიული წნევა – ეს გაბრაზების ფიზიკური სიმპტომებია.
შფოთი პირდაპირ გავლენას მოახდენს მსხვილი ნაწლავისა და ფილტვების მუშაობაზე. ისინი, ვინც შფოთვის პრობლემას უჩივიან, დიდი ალბათობით განიცდიან ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორებიცაა: სუნთქვის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, გულის პალპიტაცია, გონების დაბინდვა და უძილობა.
შიში თირკმელების დისჰარმონიის და შესაბამისად, უნებლიე შარდვის მიზეზია. გარდა ამისა, მას უკავშირდება ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცაა: ზურგის ტკივილი, თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული ანთება, საშარდე გზების ინფექცია და უძილობა.
ფიქრი პირდაპირ კავშირშია ელენთის ფუნქციონირებასთან და გავლენას ახდენს თქვენს აზროვნების უნარზე. სწორედ ზედმეტი ფიქრიანობაა დაღლილობას, კონცენტრაციის უნარს დაქვეითების და ლეთარგიის გამომწვევი მიზეზი. ზედმეტი ფიქრი, ასევე ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და იწვევს ისეთ ფიზიკურ პრობლემებს, როგორებიცაა შებერილობა.

































































