სიდნეიში, “ავსტრალიის რეპტილიის პარკში”, ცნობილი 5-მეტრიანი ბრაზიანი ნიანგის, “ელვისის” მომვლელებმა ვოლიერში გაზონის გაკრეჭა გადაწყვიტეს.
ტბორში მონანავე ელვისს კი გაზონის საკრეჭი მანქანის ხრახნი სულაც არ მოეწონა და თავის მომვლელს, მართალია, არაფერი დაუშავა, მაგრამ საკრეჭი მანქანა წაართვა – ელვისებურად გამობდღვნა ხელიდან და… ტბორში “ჩაახრჩო!
გაგულისებული ნიანგი ფხიზლად დარაჯობდა “ხმაურის წყაროს” და ნაცნობ მომვლელებს ცოცხალი თავით აპარატთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
საბოლოოდ, ისევ “ქრთამმა გაჭრა” – ელვისს “თოვლის ბაბუამ” მისი საყვარელი თევზისა და კენგურუს ხორცის ასორტი მიართვა. საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩა – მაყურებელიც, მომვლელებიც და დანაყრებული ელვისიც.