ბრაზილიაში, არეულობის გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქში გამოვიდა. ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.
დემონსტრანტები გაყალბებულს უწოდებდნენ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის პორტფელი ლულა დე სილვამ გადაიბარა. აქციის დროს პრეზიდენტი ლულა დე სილვა სამუშაო ვიზიტით სან პაულუში იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა, შექმნილი ვითარების ფონზე, ერთთვიანი საგანგებო ვითარება გამოაცხადა.