ბრაზილიელი წინასწარმეტყველი ათოს სალომე, რომელსაც „თანამედროვე ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, მსოფლიოს ახალი მასშტაბური ომის შესახებ აფრთხილებს.
ათოს სალომე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კორონავირუსის პანდემია, ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალება და გლობალური მოვლენები იწინასწარმეტყველა _ ის ამბობს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი მისი ბოშა წინაპრებისგან გადმოეცა.
ათოს სალომეს თქმით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, აშშ-ს და ჩინეთს შორის კონფლიქტი განვითარდეს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაიწყება, რუსეთი ჩინეთს დაეხმარება, რის შემდეგაც ეს კონფლიქტი მთელ მსოფლიოს დაემუქრება.
მსოფლიოში სიტუაციის ესკალაციის კომენტირებისას, სალომე აცხადებს, რომ „ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა“.




































































