ბრაზილიის ამაზონის ტროპიკული ტყე, რომელიც სათბური გაზების ძალიან დიდ ნაწილს სთანთქავს, მასიურად იჩეხება. თანამგზავრის მონაცემების თანახმად ბრაზილიის ამაზონში იანვრის თვეში მოჭრილი ხეების რაოდენობა ხუთჯერ აღემატება გასული წლის იმავე თვის მონაცემებს. იანვარში განადგურებული ტყის ფართობმა 430 კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც შვიდჯეჯ აღემატება მანჰეტენის ფართობს.
გარემოსდამცველები ბრალს ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს სდებენ. მათი განმარტების ხეებს ჭრიან სასოფლო-სამეურნეო მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, თუმცა ვერ იაზრებენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტყეს ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
გასულ წელს გლაზგოში ჩატარებული კლიმატის ცვლილების სამიტზე 100-ზე მეტმა მთავრობამ დადო პირობა, რომ 2030 წლამდე ტყეების განადგურების პროცესს შეაჩერებდა, თუმცა ბრაზილიის მთავრობა ამ ვალდებულების აღსრულებას ეჭვქვეშ აყენებს – აცხადებს კრისტიან მაზეტი greenpeace brazil-დან.
ამის მიუხედავად, ბრაზილიის მთავრობა ამტკიცებს, რომ გასული წლის აგვისტოდან 2022 წლის იანვრამდე პერიოდში, ტყის მთლიანი განადგურება უფრო დაბალი იყო თორმეტი თვის წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
[sexy_author_bio]