პოლიციამ ბრაზილიაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, კარლოს არტურ ნუზმანი დააპატიმრა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მას 2016 წელს, რიო დეჟანეიროში ოლიმპიური თამაშების გასამართად ოლიმპიური კომიტეტის წევრებისთვის ქრთამის სახით 2 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ასევე ბრაზილიის ეროვნული ოლიმპური კომიტეტის ყოფილი დირექტორი, ლეონარდო გრინერი დააპატიმრა.
ნუზმანის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი უდანაშაულოა.