BBC– ის ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ის დამნაშავედ ცნო შეთქმულების ხელმძღვანელობაში, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც 2022 წლის არჩევნები მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან წააგო.
ოთხმა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, ხოლო ერთმა მის გამართლებას მისცა ხმა. ბოლსონაროს ადვოკატებმა განაჩენი „აბსურდულად გადაჭარბებულად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ ისინი „შესაბამის სააპელაციო საჩივრებს“ შეიტანენ.
































































