სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლების კოვიდტესტირებისთვის ემზადებიან ლანჩხუთშიც.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ მიიღეს ბრძანება მასწავლებლების ტესტირების აღდგენის შესახებ .
„ჯერ არ მოსულა ბრძანება სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ. მოვიდა ბრძანება, როგორც სკოლის, ასევე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგების კორონავირუსზე ტესტირების შესახებ. არდადეგების დროს იყო შეჩერებული. ტესტირებების დასაწყებად უკვე ვემზადებით. ვადგენთ გრაფიკებს და ამ კვირაში, ალბათ, უკვე დავიწყებთ“, _ გვეუბნება მენაღარიშვილი.
[sexy_author_bio]