იმაზე საზიზღარი არაფერია, რომ კაცმა სულ შენ თავზე ილაპარკო – ჯაკომო ლეოპარდი
საუკეთესო და ღმერთების მოსაწონი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიწათმოქმედებაში სამიწათმოქმედო სამუშაოს ასრულებენ ბეჯითად, სამკურნალო ხელოვნებაში – საექიმო მოვალეობას და სახელმწიფო გამგებლობაში – საზოგადო საქმეს – სოკრატე
ვინც უმაღლეს სათნოებას ფლობს: ტბას ჰგავს. ვინც უმაღლეს სიწმინდეს ფლობს: განკიცხულს ჰგავს. ვინც უმაღლეს ზნეობას ფლობს: ბრიყვს ჰგავს – ლაო ძი
ადამიანი ცხოველია, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და ახლა ან ისევ ცხოველურ ბუნებას უნდა დაუბრუნდეს, ან გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია – კარლ იუნგი
თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ თვითონ ხარ – ბუდა
მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ – ბუდა
პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ – ზიგმუნდ ფროიდი
თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომ მარხვა დაიწყო – ჰერმან ჰესე