ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა, კოლეგა ენტონი ჰოპკინსთან საუბარში თქვა, რომ თითქმის 20 წელია არ უტირია.
„ჩემზე ემოციურ გავლენას ახდენენ ბავშვები, მეგობრები, სიახლეები“, – ამბობს პიტი. მისი თქმით, ეს კარგი ნიშანია.
ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტმა 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო და ოსკარზე წარადგინეს.
პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი.
ავტორი