კინოთეატრ “ამირანთან“ “ქართული მარშის“ ორგანიზებით გამართულ დაპირისპირებისას, “მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მედიასთან საუბარში დავით ბერძენიშვილის აქციაზე გამოჩენა პროვოკაციად შეაფასა და მას “ინაურის ნასედკა“ უწოდა.
მისი თქმით, “თვითმფრინავის ბიჭებს“ ბერძენიშვილი ინაურმა “ნასედკად“ ჩაუსვა“. ბრეგაძემ ასევე, დაშავებული ჟურნალისტების “შემოსარიგებლად“, მათ სახლში სტუმრობა და “პურმარილით“ გამასპინძლება შესთავაზა.
ბრეგაძე მიიჩნევს, რომ “ქართულმა მარშმა“ მისია შეასრულა და მათთვის მიუღებელი ფილმის პრემიერა ჩაშალა: “ნახევრადცარიელ დარბაზში პრემიერით, მსოფლიოს დავანახეთ, რომ ქართველი ერი არ შეურიგდება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას“- განაცხადა ბრეგაძემ.