ნორვეგიელმა მასობრივმა მკვლელმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, სასამართლოში ადამიანის უფლებების შესახებ საქმე წააგო. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, იმის შესახებ ,რომ ბრეივიკი სამოთახიან საკანში არა ადამიანურ იზოლაციაში იმყოფება.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ანდერს ბერინგ ბრეივიკი არ არის და არ ყოფილა წამების, არა ადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი“,_აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ბრეივიკის ადვოკატმა, ოისტან სტორვიკმა სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტზე გაკვირვება გამოხატა და განაცხადა, რომ ნორვეგიის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
მაუწყებლის ცნობით, ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც, 69 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ბრეივიკს 21 წელი აქვს მისჯილი.
ამავე თემაზე: