Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის იუსტიციის მინისტრი, ბრექსითის რეფერენდუმის მეორედ ჩატარების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შანსი ყოველდღე იზრდება.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გეგმას, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პირობებს შეეხება, მხარი არ დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრის გეგმაზე უარის თქმის შემდეგ დეპუტატებმა მომდევნო ნაბიჯების გადადგმის შესახებ უნდა იმსჯელონ.