ბრიჯიტ ბარდო – ცნობილი ფრანგი მსახიობი, მომღერალი და მოდელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში.
1980-იანი წლებიდან ბრიჯიტ ბარდო იყო ცხოველების აქტიური დამცველი. 1987 წელს მან დააფუძნა ფონდი, რომელიც ცხოველებს იცავდა და ამ მიზნით სამი მილიონი ფრანკი შეაგროვა.































































