,,რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვეს, განზრახ დააზიანეს საკუთარი აღჭურვილობა და შემთხვევით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.“ – თქვა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
GCHQ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯერემი ფლემინგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მრჩევლებს მისთვის სიმართლის თქმა ეშინიათ, რეჟიმისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
„სულ უფრო და უფრო ეტყობა, რომ პუტინი მასობრივად არასწორად აფასებს სიტუაციას.
პუტინმა ზუსტად ის მიიღო, რის თავიდან აცილებასაც ცდილობდა – უკრაინა ეროვნების განახლებული გრძნობით, ნატო, რომელიც უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე, და ერების გლობალური კოალიცია, რომელიც გმობს მის ქმედებებს”. – თქვა ფლემინგმა.
GCHQ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მტკიცებით, აშკარაა, რომ რუსეთი თავისი ძალების გასაძლიერებლად იყენებს დაქირავებულ და უცხოელ მებრძოლებს, მათ შორის, ვაგნერის ჯგუფს. მისი თქმით, ჯგუფი მზადაა უკრაინაში უფრო დიდი რაოდენობის პერსონალის გასაგზავნად.
„ეს ჯარისკაცები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ ქვემეხებს, რათა შეზღუდონ რუსული სამხედრო დანაკარგები“, – აღნიშნა ფლემინგმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, იყო თუ არა ბოლოდროინდელი რუსული თავდასხმები კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინის ირგვლივ, მიუხედავად დაპირებებისა, რომ შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები ამ რაიონებში, შერეული შეტყობინებების ან მიზანმიმართული დეზინფორმაციის შედეგი.
რუსეთი ჩრდილოეთ უკრაინაში ჯარების გადაადგილებას ახასიათებს, როგორც გადაჯგუფებას აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებისთვის მოსამზადებლად. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვი რჩება სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დეესკალაციის ერთგული, თუმცა ისინი ასევე ამცირებენ პროგრესს მოლაპარაკებებში.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.