საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში,_ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსეთის შეჭრა უკრაინაში რელევანტური და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. ჩვენ ვიცით, რუსეთის უკანონო ქმედებები და მისი სამხედრო ძალები კვლავ რჩევბიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას. ეს დეზინფორმაციაა. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე და ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე“, – განაცხადა უორდმა.

































































