“რუსეთმა დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში და შეუძლია, დაასრულოს მყისიერად”, _ თქვა BBC- ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, კონფლიქტი გამოიწვია რუსეთმა და რუსეთია ის, ვინც უკანონოდ მოქმედებს.
ინფორმაციისთვის, ბრიტანეთის პრემიერი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს მართავს. კიევის მოკავშირეები განიხილავენ უკრაინისთვის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების ნებასთვის საკითხს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისკენ გასროლილ დასავლეთის რაკეტებს ომის სერიოზულ ესკალაციად მიიჩნევს.
პუტინმა განუცხადა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, რომ ეს “სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატოს ქვეყნების – აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების – უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში”.