დიდ ბრიტანეთში ნოტინგემშიპის საგრაფოში ქალი პოლიციელებისთვის სპეციალური ოთახი გამოყვეს, რომელშიც ქალებს შეუძლიათ იტირონ და საკუთარი ემოციები გამოხატონ. ოთახი იმ ქალი პოლიციელებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მენოპაუზის ასაკში იმყოფებიან. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, ქალებს უფლება ექნებათ ხშირად ისარგებლონ შესვენებებით, ასევე მიიღონ დუში, ისარგებლონ კონდიცირებით და თუკი სურთ, ზედმეტი ტანსაცმელიც გაიხადონ, რადგან მენოპაუზის დროს ქალების ნაწილი სწორედ ზედმეტი სიცხის შეგრძნებას განიცდის.
გარდა ამისა, ქალ პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ ტერიტორია, სადაც ისინი „დაისვენებენ, სურვილის შემთხვევაში იტირებენ კიდეც და კოლეგებსაც დაელაპარაკებიან.
ახალი წესების თანახმად, მენოპაუზის დროს ქალებს უფლება ექნებათ სამსახურშიც გვიან გამოცხადდნენ, ხოლო მათ დავალებაზე გაგზავნის რისკს სპეციალური კომისია განსაზღვრავს.
ქალი პოლიციელების მიმართ ახალი რეგულაციის შემოღებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი აზრით, 50 წელს მიღწეულ პოლიციელ ქალს საკუთარი ემოციების მართვა უნდა შეეძლოს. პარლამენტარი დევიდ დევისი ამბობს, რომ ქალი პოლიციელებისთვის სპეციალური ოთახის გამოყოფა, რომელშიც ისინი იტირებენ, შეურაცხმყოფელია იმ პოლიციელი ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დამნაშავეებს ებრძვიან.
imedinews.ge