პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბრიტანეთში როკალბომებმა გაყიდვების მოცულობით პოპმუსიკას გაუსწრეს.
“Official Charts Company”-ის ინფორმაციით, გაყიდვების 33,8% მოვიდა როკზე, ხოლო 31% პოპმუსიკაზე.
ამავე დროს, სინგლების სეგმენტში პოპმუსიკა პირველობას ინარჩუნებს და მასზე სეგმენტის 36,2% მოდის.
ამ სეგმენტში როკ მუსიკამ გაყიდვების 21,4% დაიკავა.