ბრიტანული ტრანსნაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ახალ კონტრაქტებს აღარ გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია, დახურავს სერვის სადგურებსაც.
“დღეს BP-ს დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ BP გამოვა როსნეფტთან დადებული კონტრაქტიდან. BP 2013 წლიდან ფლობს როსნეფტის აქციების 19,75%-ს”. – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ bp-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლონი ტოვებს როსნეფტის საბჭოს. როსნეფტის მეორე დირექტორი, რომელიც წარდგენილია bp-ის მიერ, bp ჯგუფის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობ დადლი, ანალოგიურად ტოვებს საბჭოს.
გადადგომებისთვის bp-ს დასჭირდება შეცვალოს თავისი როსნეფტის აქციების სააღრიცხვო დამოკიდებულება, შედეგად, იგი მოელის 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგების მატერიალურ უნაღდო ანგარიშსწორებას, რომელიც გამოქვეყნდება მაისში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო British Petroleum-თან ერთად ნავთობის გიგანტი Shell -იც, რუსული ნედლი ნავთობისა და ნახშირწყალბადების შეძენას წყვეტს. ასევე, დახურავს სერვის სადგურებს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბოდიში მოიხადა გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის შეძენის გამო და თქვა, რომ ეს არ იყო სწორი.
“ვიცით, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის ტვირთის შეძენის შესახებ არ იყო სწორი და ვწუხვართ”. – თქვა Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გასულ კვირას კომპანიის მიერ რუსული ნავთობის ყიდვის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Shell-ს მიმართა – “რუსულ ნავთობს უკრაინელთა სისხლის სუნი არ ასდის?”
გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს Shell-მა რუსეთიდან ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით იყიდა. თუმცა შესყიდვა დასავლურ სანქციებს არ არღვევდა.
[sexy_author_bio]