ორი დღის წინ ცნობილი გახდა რომ ამერიკელ მომღერალ ბრიტნი სპირს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა – მუსიკოსს ორსულობა შეუწყდა. განცხადება თავად სპირსმა გაავრცელა.
„დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ ჩვენი საოცარი შვილი ორსულობის ადრეულ ეტაპზე დავკარგეთ. ეს ნებისმიერი მშობლისთვის გამანადგურებელია.
ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული ძალას გვაძლევს. ჩვენი ლამაზი ოჯახი აუცილებლად დიდი იქნება. თქვენი მხარდაჭერის მადლიერი ვართ. ასეთ რთულ მომენტში გთხოვთ, განმარტოების უფლება მოგვცეთ“.
ბრიტნი სპირსს 2 შვილი ჰყავს. მესამე ორსულობის შესახებ საზოგადოებას ჯერ კიდევ აპრილში შეატყობინა.
ავტორი