შოტლანდიელი მოტოციკლისტი სტიუარტ განი 11 წლის წინ ავარიაში მოყვა და წელს ქვემოთ მოწყდა.
ოპტიმისტი სტიუარტი შეუპოვრად აგრძელებდა ჯანმრთელობის აღსადგენ მკურნალობას, მაგრამ 7 წლის შემდეგ სხვა დაავადებით სრულიად დაბრმავდა.
დაუჯერებელია, მაგრამ ეს ადამიანი გახდა “მოტოციკლის ყველაზე სწრაფი ბრმა მძღოლი” – მოტოდრომზე მან სარეკორდო 267,4 კმ/სთ განავითარა.
“ჯერ მითხრეს, ვეღარასოდეს გაივლიო, შემდეგ დავბრმავდი, მაგრამ მთავარია, სულით არ დაეცე, იმედი გქონდეს ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საკუთარი თავის. ბრმა ვარ, მაგრამ მოტოციკლზე რეკორდი მაინც დავამყარე!”, – განაცხადა სტიუარტმა.