ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის მუშაობას აუმჯობესებს და ამცირებს მიოკარდიის დაზიანებას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში კვებავდნენ ლაბორატორიულ ვირთხებს ბროკოლის ექსტრაქტით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი იკვლევდნენ ცხოველების გულის მუშაობას და მას ადარებდნენ საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა ანალოგიურ მაჩვენებელს. გაირკვა, რომ ბროკოლით გამოკვებილი ვირთხების გული უკეთ მუშაობდა და უფრო გამძლე იყო ინფარქტის განვითარების მიზეზის – ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) მიმართ.
მკვლევართა აზრით, ბროკოლის დამცველობითი ეფექტი აიხსნება ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ, თიორედოქსინის წარმოქმნის მასტიმულირებელი სულფორაფანის მაღალი შემცველობით. ეს ცილა დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაცვაში გულის კუნთის დარღვეული სისხლმომარაგების ფონზე.
ბროკოლის დამცველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ გულის დაავადებათა პროფილაქტიკით. უფრო ადრინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს კომბოსტო აქვეითებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მკვლევართა აზრით, მაქსიმალურ დამცველობით ეფექტს კომბოსტო ორთქლზე მომზადების შემთხვევაში ავლენს.