ბრონქსის ზოოპარკში კორონავირუსი ვეფხვს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
4 წლის ვეფხვი ნადია, კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ცხოველია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ნადია ერთ-ერთია 6 დიდ კატას შორის, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და სავარაუდოდ, ასიმპტომურმა ზოოპარკის მომვლელმა დააინფიცირა.
კატებმა მშრალად ხველა გასულ თვეს დაიწყეს.
„ეს არის პირველი შემთხვევა მსფლიოში როდესაც ადამიანმა ცხოველი დააინფიცირა და ცხოველი დაავადდა“,_ ამბობს ზოოარკის ხელმძღვანელი.
მაუწყების ინფორმაციით, იზოლაციაში არსებობს შემთხვევები, როდესაც შინაურ ცხოველებს კორონავირუსი უდასტურდებათ, მაგრამ არ არსებობს მათი დაავადების ან დაავადების გავრცელების მტკიცებულებები.
ზოოპარკში სიმპტომები გამოუვლინდათ ნადიას, მის დას, 2 ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს. ყველა შემთხვევაში სრულ გამოჯანმრთელებას ელოდებიან.