ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, ქვენობანი-ბუკნარი-ბასილეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატ დავით გუდავაძესთან და გამგებლის წარმომადგენელ დავით კვაჭანტირაძესთან ერთად, აღდგენილი საავტომობილო გზა და რეაბილიტირებული ბუკნარის საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტისა და სოფლის ხელმძღვანელები თემის მცხოვრებლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს.
სამუშაოები, ჩოხატაურის თვითმმართველობამ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დააფინანსა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 282 000 ლარს შეადგენს, საკონტრაქტო ვადაში დასრულდა.