ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დღეს მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა _ ისინი კლინიკა “მამქოლში“ გადაიყვანეს.
კლინიკა “მამქოლის“ მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ ორივე მათგანი ამ დროისთვის გაწერილია კლინიკიდან: „მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანს თავში ჭრილობა ბლაგვი საგნით ჰქონდათ მიყენებული. კლინიკაში მათ ჩაუტარდათ ყველა პროცედურა“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ.