ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ტელევიზიით ერს მიმართა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
„ხვალ, 20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება“, – განაცხადა რადევმა.



























































