ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, სატვირთო მანქანა იპოვეს, რომელშიც 18 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიცია მიიჩნევს, რომ გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან.
პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანაში 40-მდე ადამიანი შეშის ქვეშ იმალებოდა.
სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათგან რვა მძიმე მდგომარეობაშია.
ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა. ჟანგბადი არ იყო საკმარისი, ციოდათ, სველები იყვნენ და რამდენიმე დღეა არ უჭამიათ“, – განაცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასენ მეჯიდიევმა.